ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მომარაგაება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
გთავაზობთ ქუჩებს რაიონების მიხედვით:

ვაკის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ქსნის, არბოს, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, ხევისუბნის, ერწოს, ბარამიძის და ბუაჩიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და მოსკოვის გამზირის V კვარტლის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის და ტაბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის და პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.