ავსტრალიაში უძლიერესმა წვიმამ 30-მდე ცეცხლის კერა ჩააქრო

ავსტრალიაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა იყო, რის შედეგადაც გარკვეული ტერიტორიები დაიტბორა, თუმცა ხანძრის 30-მდე კერა ჩააქრო. აღსანიშნავია, რომ ამჟამად 17 კერა კვლავ რჩება.

წყალდიდობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 100 000-მდე სახლს.
მეტეოროლოგების განცხადებით, ხანძრისაგან დაზარალებული რეგიონები ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ არიან. სამაშველო სამსახური აქტიურად მუშაობს, მათ 2 დღის განმავლობაში 200-მდე ადამიანი გადაარჩინეს.

ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. შეზღუდულია სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობა, დაკეტილია სკოლები.