ხვალ, თბილისს ახალი „ისუზუს“ 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება

ხვალიდან თბილისს, 4 მარშრუტზე, „ისუზუს“ 8 მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება. ავტობუსები შემდეგ მიმართულებებზე განაწილდება:

N53 – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი;
N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული);
N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);
N47 – ნუცუბიძის I მ/რ. – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);
13 თებერვალს კი, ახალი ავტობუსები კიდევ 5 სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან:
N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“;
N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“;
N29 – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა;
N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);
N18 – სოფელი პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“.