„ეს განცხადებები არის ნათელი დასტური იმისა, რომ საუბარი იყო ძალიან კეთლგანწყობილი” – კობახიძე კონგრესმენის განცხადებაზე

უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი კობახიძემ, აშშ-ში არჩილ თალაკვაძის საქმიან ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მეგობრების კონგრესმენების განცხადებები, რომელიც მოჰყვა ამ ვიზიტს და ეს არის ძალიან ნათელი დასტური იმისა, რომ შედგა ძალიან კარგი დისკუსია – დიალოგი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ეს განცხადებები არის ნათელი დასტური იმისა, რომ საუბარი იყო ძალიან კეთლგანწყობილი, ძალიან პოზიტიური და საბოლოო ჯამში ეს გვაძლევს რწმენას, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთბულ შტატებს შორის“, – აცხადებს კობახიძე.