საქართველოში უნალექო ამინდები და ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები აცხადებე, რომ 10-12 თებვალს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდი და ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში -5,-8 გრადუსებია ნავარაუდევი, ეს კი საშიშია ციტრუსისთვის.

„12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.