მამუკა ხაზარაძე გაურკვეველი დაპირებებით

პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ყველაფერს აკეთებს საკუთარი „ნაყართა პარტიის“ გასაპიარებლად და დაუსაბუთებელ პირობებს იძლევა.

„ეს ქვეყანა შეიცვლება – ჩემი პარტია გპირდებათ ამას“ – განაცხადა ხაზარაძემ, თუმცა უშუალოდ რა ხერხებით აპირებს „ცვლილებებს“ არ აცხადებს. თუ გავითვალისწინებთ მის ახლო წარსულს, რთული წარმოსადგენი არ არის, თუ რა მხრით ცვლილებებზე გვესაუბრება იგი.

„მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, ეს ქვეყანა შეიცვლება, შეიცვლება არჩევნებზე. ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური მენტალობა, ეს არაფორმალური მმართველობა, ეს ახალგაზრდა ხალხის წამვლა, რომელიც გამოიხატება ყველა იმ სტრუქტურაში, რომელიც მას ექვემდებარება პირადად, შეიცვლება და ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგება აღმშენებლობის გზას. ეს მოხდება, მე გპირდებით! ჩემი პარტია გპირდებათ იმიტომ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, 21- საუკუნეა და ქვეყანა იმართება მე-20 საუკუნის დასაწყისის მეთოდებით, ტყავის ქურთუკების ჩაცმა აკლიათ და იქნებიან საბჭოთა კომისრები. მე გპირდებით, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, ბიძინა ივანიშვილის და მისი დამქაშების მენტალობა ამ ქვეყნიდან წავა”, – აცხადებს ხაზარაძე.