ოდესელი მიშიკოს აღიარებითი ჩვენება

გუშინ, „მთავარი არხის“ ეთერში გაქცეულმა პრეზიდენტმა, ოდესელმა მიშიკომ, „აღიარებითი ჩვენება“ გააკეთა და განაცხადა, რომ მშვენივრად ხედავს იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვა ვანო მერაბიშვილმა. მიუხედავად ამისა, ის, რაღათქმაუნდა, ყველაფერს ივანიშვილსა და მმართველ პარტიებს აბრალებს და აცხადებს, რომ ეს „გადაცდომები“ რომ არა, ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში ვერ მოვიდოდა.

“მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ მერაბიშვილმა. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში, ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად”, – აცხადებს მიშიკო.