დემოკრატიისა და თავისუფლების მისაღწევად აუცილებელია დაპირისპირებული მხარეები დათმობაზე წავიდნენ – ადამ კინზინგერი

დიმიტრო ხუნდაძემ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
“კიდევ ერთხელ ვამბობ, ოპოზიცია ყველა შესაძლო გამოძიებას, რომელიც პოლიტიკურ ფიგურას ეხება, მიუხედავად იმისა, მას დანაშაული აქვს თუ არა, ისე უდგება და ფუთავს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკა არავისთვის არ არის იმუნიტეტი, რომ მან გადაცდომა ჩაიდინოს და ამაზე პასუხი არავინ მოსთხოვოს.

დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა ხუნდაძემ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელშიც ის მას ეკითხება გაუჩნდა თუ არა მას კითხვის ნიშნები რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამ საქმის განხილვა არ მიმდინარეობდა.
“დეტალებზე ინფორმირებული არ ვარ. როგორც ვიცი, უგულავამ ერთ ნაწილში სასჯელიც მოიხადა. მეორე ნაწილში არსებობს კიდევ კითხვები. პროცედურა ასეთია, რომ გამოძიება წარიმართა და საქმე სასამართლოზე წარდგა, ამიტომ სასამართლოს განხილვას დაველოდოთ”, – აცხადებს ხუნდაძე.