ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოუცხადებს

თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე, გიგი უგულავას უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოუცხადებს.

ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადებს.

უგულავას ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ იგი შეიძლება დააკავონ.
”სასამართლოში უვადოდ განწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება და 10 თებერვალს კოლეგია გაბინაშვილის და თადუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე ისე, რომ არ მოისმენენ გიგი უგულავას ადვოკატის და თავად უგულავას პოზიციას, გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ ე.წ. ფონდის საქმეზე“, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, უგულავას ბრალი 48 მლნ ლარის გაფლანგვაში ედება.