წინასწარი შედეგების თანახმად აზერბაიჯანის არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

აზერბაიჯანში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმათა უმრავლესობა ილჰამ ალიევის პარტიამ, „ახალი აზერბაიჯანი“, მოიპოვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ადასტურებს.

ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ 125 მანდატიდან 69 მოიპოვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატებმა კი – 41 მანდატი მოიპოვეს.