კორონავირუსი გავრცელების პიკს თებერვლის მეორე ნახევარში მიაღწევს

ინგლისელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი გავრცელების პიკს თებერვლის მეორე ნახევარში მიაღწევს. ამ დასკვნამდე ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული დაავადებების კვლევების სკოლის მეცნიერები მივიდნენ.

ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერები ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, რადგან ვირუსთან დაკავშირებით ვითარება განუსაზღვრელია.

„შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ პიკის დროს, უხანში, მოსახლეობის კიდევ 5 % დაინფიცირდება, რაც, დაახლოებით, 500 ათასი ადამიანია“ , – აცხადებენ მეცნიერები.