თბილისს 40 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი ჰყავს

თბილისს „ისუზუს“ 40 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება. ავტობუსები დღეს, თბილისის მერმა წარადგინა.
„ამით დავასრულეთ 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, თუმცა არ დასრულებულა პროექტი, რომელიც წამოწყებული გვაქვს. საქმე ეხება ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას“, – აცხადებს კალაძე.
ცნობისთვის, სულ 8 მეტრიანი 220 ახალი ავტობუსია შემოსული.
„მომდევნო თვეებში საქართველოში შემოვა 12-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო ბოლო ეტაპი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსები. ყველა ქუჩაზე, სადაც რეაბილიტაციას ვაკეთებთ, გათვალისწინებული უნდა იყოს ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის“, – განაცხადა მერმა.