იაპონიის საკრუიზო გემზე, რომელიც კარანტინშია, კორონავირუსი კიდევ 41 ადამიანს დაუფიქსირდა

იაპონიის ჯანდაცვის მინისტრი, კაცუნობუ კატო აცხადებს, რომ საკრუიზო გემზე, რომელიც იაპონიაში კარანტინში იმყოფება, კორონავირუსი კიდევ 41 ადამიანს დაუფიქსირდა, საერთო ჯამში კი 61 ადამიანია დაინფიცირებული.
მან დასძნა, რომ პაციენტებს ტოკიოსა და იაპონიის სხვა ქალაქებში განათავსებენ.