„ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლამ გაერთიანება გამოწვევების წინაშე დააყენა“ – მარინ ლე პენი

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პანი აცხადებს, რომ „ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლამ გაერთიანება გამოწვევების წინაშე დააყენა“.
მისი განცხადებით, მას არ სურს, რომ ევროკავშირი საფრანგეთმაც დატოვოს. ევროპული გაერთიანებისთვის საუკეთესო გამოსავალი ორგანიზაციის სტრუქტურული გარდაქმნა აღნიშნა ლე პენმა.
„ევროკავშირი ისეთ გაერთიანებად უნდა გარდაიქმნას, სადაც ქვეყნებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ“, – აცხადებს ლე პენი.