კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ს ლიდერსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ლიდერებმა ჩინეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. სი ძინპინის აღნშვნთ, უხანის კორონავირუსის პრევენცია და კონტროლი „კრიტიკულ ეტაპზეა“.
მან ასევე დაძინა, რომ აშშ შეძლებს გონივრული რეაგირება მოახდინოს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა გამოხატა ნდობა, რომ ჩინეთი შეძლებს გაუძლოს და გაუმკლავდეს ახალი კორონავირუსის გამოწვევას“, – აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი.