ჩინელი ექიმის გარდაცვალებას მთელი მსოფლიო გამოეხმაურა

Amnesty International-ი ჩინელი ექიმის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
„ლი ვენლიანგი ის ტრაგიკული მაგალითია, რომელიც გვახსენებს, როგორც ცდილობენ ჩინეთის ხელისუფლების პირები ვითომ „სტაბილურობის“ შენარჩუნებას საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების ჩახშობის გზით. ეს უნდა იყოს გაკვეთილი ჩინეთისთვის. არავინ უნდა გახდეს დაშინებისა და სანქციების სამიზნე იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის არსებულ საშიშროებებზე საუბრობს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ლი ვენლიანგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიდა. სოწრედ ამ მიზეზის გამო, მისმა ტრაგიკულმა დასასრულმა მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
„აკავებენ ადამიანებს, რომლებიც სიმართლეს ამბობენ და ისინი ვინც სულ იტყუებიან ლიდერები ხდებიან“, – წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ ბოდიში მოეხადათ გარდაცვლილი ექიმის წინაშე.
საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ საავადმყოფოში თავდაპირველად ექიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.