საქართველოს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე წარადგინეს

საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე წერედგინა. მათ მიერ არჩეული კანდიდატი განსახილველად პარლამენტში წარსდგება.
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატებს პარლამენტში დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.
ცნობისთვის, შოთაძის კანდიდატურა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა.