უმრავლესობა ირაკლი შოთაძეს მხარს უჭერს

პოლიტიკური უმრავლესობა აცხადებს, რომ გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.
მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შოთაძე საქმის პროფესიონალია და სწორედ ამიტომ მხარდაჭერას იმსახურებს.
“იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ ვაპირებთ, რომ მას მხარი დავუჭიროთ. ამაზე ძალიან დიდი უმრავლესობის აზრი უკვე ვიცი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, ცხადია, პარლამენტი მიიღებს. ჩვენ კარგად ვიცნობთ შოთაძეს, როგორც პროფესიონალს, ძალიან კარგ პროკურორს და ადამიანს, რომელსაც არ გაუჭირდა ღირსეული გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა. ის არ გაუფრთხილდა სკამს, ის გაუფრთხილდა სახელმწიფო ინტერესებს და რეპუტაციას. შესაბამისად, მას მაღალი ღირსების შეგრძნება აქვს, კარგი პროკურორია და იმსახურებს მხარდაჭერას, ” – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.