„გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიიღება, ოპოზიცია ყოველთვის კრიტიკულია” – კახა კალაძე

გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით თბილისის მერი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
მან დსაძინა, რომ ამ საკითხში საზოგადოების უკმაყოფილებაც ოპოზიციონერების ბრალია, რადგან მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას ისინი აპროტესტებენ.
„მსგავს განცხადებებს ჩვენ ვისმენთ ნებისმიერ შემთხვევაში. ყველა გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიიღება, ოპოზიცია ყოველთვის კრიტიკულია, ყოველთვის რაღაც აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ და არც ეს შემთხვევა არის გამონაკლისი“, – განაცხადა კალაძემ.