“ქართული ოცნება” მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების დიდი პროცენტული შესაძლებლობა არსებობს.
“ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რეალურად გამარჯვების და მყარი უმრავლესობის მოპოვების შანსი პარლამენტში, ეს არის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი. საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ყველა ყველაფერს ხედავს – რა ხდება, რა მდგომარეობაა, რა გამოწვევებია და ერთადერთი ძალა, ვისაც აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, არის “ქართული ოცნება”, – განაცხადა კალაძემ.