უამინდობა საქართველოში გრძელდება

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ნავარაუდევია წვიმა, მთაში და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი ქალი.
„დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის კლება უკვე დაწყებულია და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოზეც გავრცელდება. 8-10 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, როგორც დაბლობში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში. მაღალმთიან რაიონებში ზოგან დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. ხვალ, დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდენელია ქარის გაძლიერება. ხვალ, დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც მოთოვს. დღისით წვიმა იქნება, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან თოვლი. ასევე ითოვებს მაღალმთიან რაიონებში. კახეთში ნალექი უფრო წვიმის სახით იქნება. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ყველგან თოვაა მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. გაძლიერება ქარი. 10 თებერვლიდან თოვა შეწყდება და ნალექის ინტენსივობა შემცირდება. 10-11 თებერვალს გაძლიერდება ყინვა, როგორც დაბლობში, ბარში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც“,- განაცხადა სინოპრიკოსმა, დოდო გვაზავამ.