საქართველოში შესაძლოა Hollywood-ის ახალი ფილმი გადაიღონ

“აწარმოე საქართველოშის” დირექტორი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ Hollywood-ის მსხვილ სტუდიებთან რამდენიმე ფილმისა და სერიალის საქართველოში გადაღებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მან დასძინა, რომ მართალია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ ღირს.
“Hollywood-თან მოლაპარაკებებია რამდენიმე სრულმეტრაჟიანი ფილმის და სერიალის საქართველოში გადაღებასთან დაკავშირებით. საუბარია, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გადაღება წელსვე დაიწყება. ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ინტერესი ძალიან მაღალია Hollywood-ის მხრიდან. ადრე გვიწევდა იმის მტკიცება, რომ საქართველო ძალიან კარგი ადგილია ფილმის გადაღებისთვის”, – აცხადებს ხიდურელი.