იმპიჩმენტის არ დამტკიცების შემდეგ ტრამპი დემოკრატებს აკრიტიკებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იმპიჩმენტის არ დამტკიცების შემდეგ ბრიფინგი გამართა, რომელშიც დემოკრატები გააკრიტიკა.
„ეს იყო ბოროტება. ესენი იყვნენ ჩამშვებები და მატყუარები. ეს სხვა პრეზიდენტს არასდროს, არასდროს უნდა დაემართოს. არ ვიცი სხვა პრეზიდენტები ამას გაუძლებდნენ თუ არა. ზოგმა თქვა, რომ ვერ…უზნეო პოლიციელები, საშინელი ხალხი. ეს რომ პრეზიდენტ ობამას დამართნოდა, ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი წელი ციხეში იქნებოდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი კრიტიკა ოპოზიციონერებს მკაცრი ტონით მიეწოდა.
„კორუმპირებული პოლიტიკოსი სახელად ადამ შიფი. მან შეთითხნა ჩემი განცხადება უკრაინის პრეზიდენტისადმი. მან ეს ყველაფერი ჰაერიდან მოიტანა. უბრალოდ შეთითხნა. ამბობენ, რომ ის სცენარისტია. წარუმატებელი სცენარისტი და სამწუხადოდ, პოლიტიკაში მოვიდა“,- აცხადებს ტრამპი.
„ჯერი ნადლერი, მე მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ის 25 წელია ნიუ-იორკში მებრძვის. მე მას ყოველთვის ვამარცხებდი და სულ დავამარცხებ. მათ რომ დამინახონ ქუჩაში ვსეირნობ და შუქნიშანს არ დავემორჩილე, შეიძლება თქვან, მოდი მისი იმპიჩმენტი მოავხდინოთ. ისინი გულქვა გიჟები გახდნენ და თუ დამჭირდა მათ სულ დავამარცხებ“, – დასძინა აშშ-ს ლიდერმა.
„ნენსი პელოსი არის საშინელი ადამიანი. მას დიდი ხნის წინ უნდოდა ჩემი იმპიჩმენტი, მაშინ როცა თქვა, მოდი ვილოცოთ პრეზიდენტისთვის. ის არ ლოცულობს. ის შეიძლება ლოცულობს, მაგრამ სულ საწინააღმდეგოდ. ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ლოცულობს. ისინი საზარელი ხალხია“,- განაცხადა ტრამპმა.