აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ამერიკელებმა იემენში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად „ალ-ქაიდას“ ლიდერი ქასიმ ალ-რიმი მოკლეს.
ტრამპა განაცხადა, რომ ალ-რიმის ამერიკელების წინააღმდეგ მთავალი თავდასხმა ქონდა დაგეგმილი და მისი სიკვდილის შემდეგ ალ-ქაიდა დასუსტდება.
გამოცემა „wall street journal“-ის ინფორმაციით, დრონით თავდასხმა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს არ განუხორციელებიათ, ის სავარაუდოდ დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ დაგეგმა.
დონალდ ტრამპს ოპერაციის ჩატარების თარიღი არ დაუკონკრეტებია.
ალ-რიმი 2015 წლიდან რაბეთის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ ლიდერი იყო.