ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს, ლუგარის ლაბორატორიის ოფიციალური დასკვნით, B ტიპის ვირუსი დაუდგინდა და ახალი ტიპის კორონავირუსი არ უფიქსირდება.

ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ქართველი ახალგაზრდა ქალის კორონავირუსზე გამოკვლევის პასუხიც უარყოფითია.

„ლუგარის ცენტრიდან გვაცნობეს, რომ ორივე პაციენტზე რომელიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში რჩება – ახალგაზრდა 30 წლამდე ჩინეთის მოქალაქეზეც და ქართველ ახალგაზრდა ქალზეც ზემოსასუნთქი გზებიდან აღებული მასალის ახალ კორონავირუსზე გამოკვლევით პასუხი არის სარწმუნოდ უარყოფითი. არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსით ინფექცია არ აღენიშნება და ოფიციალურად, ჩინელ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა B გრიპი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისათვის, გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით ორი პაციენტი მოათავსეს.