Disney Lilo & Stitch-ის მიხედვით ფილმის გადაღებას გეგმავს

კომპანია Disney, The Jungle Book , Lion King, Lady and The Tramp-ის შემდეგ, ანიმაციური ფილმის Lilo & Stitch- ის მიხედვით ფილმის გადაღებას გეგმავს.

ფილმის გადაღება ჰავაის კუნძულზე შემოდგომაზეა დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია ვინ შეასრულებს მთავარი გმირის-ლილოს როლს.

Disney-მ Lilo & Stitch-ის გადასაღებად $60 მილიონი გამოყო.