საპროკურორო საბჭომ კანდიდატთა ოთხეული შეარჩია

საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია.

შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია.

შემდეგ სხდომაზე კი ასევე ფარული კენჭისყრით ის კანდიდატი გამოვლინდება, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. დღევანდელი ფარული კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა ირაკლი შოთაძემ მიიღო.

“ხმათა უმრავლესობა ამ შედეგების მიხედვით მიიღო ოთხმა კანდიდატმა. ეს გახლავთ ვალერიან ვაჭარიძე, დარიკო თორდია, სოფიო შენგელია და ირაკლი შოთაძე. შესაბამისად, ეს ოთხი კანდიდატი გადავა შერჩევის შემდგომ ეტაპზე და მოგვიწევს კენჭისყრა ამ ოთხ კანდიდატს შორის,” – განაცხადეს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე.