დავით უსუფაშვილი-ეუთოს არ აქვს არც ერთი კითხვა ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით

ჩვენს მიერ შეთავაზებულ გერმანულ გამოცდილებაზე დამყარებულ ქართულ მოდელთან დაკავშირებით ეუთო ამბობს, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით უსუფაშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ეუთოს არ აქვს არც ერთი კითხვა ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და მას აქვს ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები, ისეთი როგორიცაა ბიულეტენების შევსების წესი ხომ არ დაიხვეწოს, ცესკოს რამდენიმე ზედმეტი დღე ხომ არ მიეცეს შედეგების შეჯამებისთვის და ასეთი საკითხები.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა, რომ ეუთოს ყველა რეკომენდაციის გაზიარებისთვის წინასწარ ვიყავით მზად და ახლაც ვადასტურებ, რომ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ თემაზე, მათ აქვთ აკვიატებული საკითხი იმის თაობაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება და გვეუბნებიან, აბა სად წერს ეუთო, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება. ეუთო შეგვახსენებს, რომ დიახ, საქართველოს სასამართლო წყვეტს საბოლოო ჯამში ნებისმიერ დავას ამ თემაზე,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.