თუ ოპოზიცია 100/50-ზე სისტემას არ დათანხმდება, არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება- ირაკლი კობახიძე

ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა ოდირის დოკუმენტიდან, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არამხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100/50-ის სისტემა, არამედ თუნდაც დღეს მოქმედი სისტემა ანუ 77/73-ზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია შეთავაზებულ 100/50- ზე სისტემას არ დათანხმდება, მაშინ, საპარლამენტო არჩევნები დღეს არსებული მოდელით ჩატარდება.

კობახიძის თქმით, ოდირის დასკვნით ორი მთავარი მესიჯი იკვეთება:
“დამატებით ორი მესიჯი იკვეთება ოდირის დასკვნიდან. ერთი, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა, ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მათ შორის, მკაფიოდ არის მითითებული ისიც, რომ სამართლიანია, როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული, ასევე შერეული საარჩევნო სისტემები. ეს არის ძალიან მკაფიო დასკვნა, რომელიც იკითხება ოდირის დოკუმენტიდან. ასევე, არის მინიშნება იმასთან დაკავშირებითაც, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში, საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს. “- აღნიშნა კობახიძემ.