“დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ“ – პრემიერი

მთავრობის სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული კატეგორია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება.

“დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5- ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილების, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი”, – განაცხადა გახარიამ.