თურქეთში ორ ზვავს სულ მცირე 38 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ორი ზვავი ჩამოწვა. რის შედეგადაც 38-მდე ადამიანი გარდაიცვალა. პირველი ზვავი გუშინ დილით ჩამოწვა, მას 5 ადამიანი ემსხვერპლა. მეორე შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც მაშველები სამაშველო ოპერაციას ახორციელებდნენ.

ზვავის ჩამოწოლის შედეგად ათობით ადამიანი თოვლის ქვეშ მოყვა.

თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მეორე ზვავმა 33 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმეს კი კვლავაც ვერ პოულობენ.