„რიყის დოქები“ აუქციონზე გავიდა

„რიყის დოქების“ გასაყიდად აუქციონი გამოცხადდა და ის 3 მარტს დასრულდება.
საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 95 მლნ ლარია. ხელშეკრულების მიხედვით კი გაფორმებიდან 36 თვის ვადაში უნდა შეიქმნას მრავალფუნქციური კომპლექსი.

ინვესტორი ასევე ვალდებულია 10 მლნ ლარის ინვესტიციაც განახორციელოს.

ცნობისთვის, 2012 წელს აგებული „რიყის დოქების“ მშენებლობაში 75 მლნ ლარი დაიხარჯა, ამჟამად კი იგი დაკონსერვებულია.