დღეს, გენერალური პროკურორობის 3 კანდიდატი დასახელდება

დღეს, საპროკურორო საბჭოს კენჭისყრა ჩატარდება და საბჭო გენერალური პროკურორობის ყველაზე ცოტა 3 კანდიდატს შეარჩევს.

პროკურატურა აცხადებს, რომ გუშინ დასრულდა ინდივიდუალური გასაუბრებები ყველა კანდიდატთან.

დღეს, კი საბჭო ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გენერალური პროკურორობის 3 კანდიდატს შეარჩევს.