სტამბოლის აეროპორტში ინციდენტს 3 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 179 კი დაშავდა.

„ევაკუირებული ადამიანებიდან 3 ინციდენტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მკურნალობას 179 ადამიანი გადის,“- განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ, პეგასუსის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ 737-800“ აეროპორტზე დაშვებისას მოცურდა, ხევში ჩავარდა, სამ ნაწილად გაიყო და ცეცხლი წაეკიდა.