საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას, ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის ახალ მოადგილედ ზურაბ ძნელაშვილი დაინიშნა.
ცნობისთვის, 2019 წლის 11 მარტიდან ძნელაშვილი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. 2016-2018 წლებში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2013-2019 წლებში კი ბიზნესომბუდსმენის მოადგილის თანამდებობა ეკავა.