ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ოჯახის ნათესავი დააკავეს

გასულ წელს, გარდაბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1984 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გასული წლის ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ცოლ-ქმარს – 1942 წელს დაბადებულ შ.მ. -სა და 1935 წელს დაბადებულ ი.მ.-ს მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცოლ-ქმარი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.