მადონა პრინც ჰარის და მეგან მარკლს საცხოვრებლად საკუთარ ბინას სთავაზობს

“არ უნდათ მეგანს და ჰარის ჩემი ნიუ-იორკის ბინა იჯარით გადავცე?” – ასეთი წარწერით გამოაქვეყნა ვიდეო საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე მომღერალმა მადონამ.

პოპ დივამ პრინც ჰარის და მეგან მარკლს საცხოვრებლად ნიუ-იორკში მდებარე საკუთარი ბინა შესთავაზა.

მადონა წყვილის გადაწყვეტილებას, დიდი ბრიტანეთიდან კანადაში გადასვლასთან დაკავშირებით, დიდი მოწონებით არ შეხვდა.

შეგახსენებთ, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ მაღალი რანგის სამეფო სტატუსზე უარი თქვეს და საკუთარი სურვილით ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ.