მშენებლობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მშენებარე კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა.

ექიმი აცხადებს, რომ ქირურგიული ჩარევა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციები სტაბილიზდება.

„პაციენტი კლინიკაში მოყვანილია ფორსმაჟორულ სიტუაციაში, სიმაღლიდან ვარდნის გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ კომატოზურ მდგომარეობაში, იყო ტრამვულ-ჰემორაგიული შოკი. დაზიანებებს რაც შეეხება, არის სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის, ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შეშუპება, კისრის გულ-მკერდის და წელის მალების მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის კრიტიკული, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია და ოპერაცია დაიგეგმება მას შემდეგ, რაც იქნება მიღწეული მინიმალური სტაბილიზაცია“, – აცხადებს ექიმი ხათუნა ხუფენია.