ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მხარდამჭერებთან ერთად, ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თავიანთ პროტესტს პარლამენტის წინ დგომით გამოხატავენ. ვიდრე ისინი პარლამენტის წინ გადაინაცვლებდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მოწყობილი ჰქონდათ ე.წ. სირცხვილის კორიდორი.