ვაჰაბისტის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე „იმედის“ ჟურნალისტს დაუპირისპირდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს დაუპირისპირდა. როდესაც მაჩალიკაშვილს მედიის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მან განაცხადა, რომ არ ისაუბრებს, სანამ „იმედის“ მიკროფონს ხედავს.

მისი თქმით, „იმედი“ და დღევანდელი ხელისუფლება ჩატაევს პირდაპირ მას უკავშირებენ.
„ერთადერთი ადამიანი მე ვიყავი ხეობაში, რომელიც ვებრძოდი ახალგაზრდობას ჩატაევის გამო. ჩემ გარშემო ჩატაევის ხსენების უფლება არავის ჰქონდა და დღეს რა ხდება: ზუსტად ეს აჩვენებს მთელს საქართველოს, რამდენად სიბინძურეა მედიები, „იმედი“ და „იმედთან“ დაკავშირებული ყველა და დღევანდელი ხელისუფლება. პირდაპირ ამის მერე ჩატაევს მიკავშირებენ მე. ამ სიმართლით ვცხოვრობთ დღეს და ამ სიმართლით ეცხოვროს მთელ „ქართულ ოცნებას“. რასაც მე გავდივარ, ეს ცხოვრება გაევლოს „ქართული ოცნების“ მოდგმას და „იმედის“ რეპორტიორებსა და წარმომადგენლებს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.