ადრე 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება-ირაკლი კობახიძე

პოლიტიკური კრიზისის სახე არის ის, რაც ხდება ჭიშკართან, ადრე 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კითხვაზე, ვარაუდობს, თუ არა, რომ ამ ფონზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, კობახიძე აცხადებს, „რა დროს ამ საკითხზე საუბარია“.

„რა დროს ვადამდელი არჩევნებია. თებერვალი დადგა, ოქტომბერში ისედაც უწევს არჩევნები, თუ ოქტომბრის არჩევნებს ეძახით ვადამდელ არჩევნებს, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ ვადამდელი არჩევნებია. არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის, უნიათობაში 60 ოლიმპიური ჩემპიონი დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძე ამბობს, 2020 წლის არჩევნებზე ქართული ოცნების მინიმუმი არის, რომ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ამომრჩეველმა ხმა მისცეთ.

“საქართველოში ჩვენ გვყავს ე.წ. ექსპერტები, რომლებიც ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ. არა მარტო არჩევნებთან დაკავშირებით, ზოგადად უჭირთ ამ ადამიანებს პროგნოზების კეთება, იმის გათვლა რაც ხდება ქვეყანაში, რაც უნდა მოხდეს. ბუნებრივია, ასეთი ადამიანების, ქართველი ვანგების კომენტარებზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციისგან ელოდებიან პასუხს შეთავაზებაზე.
ჩვენ წარდგენილი გვაქვს შეთავაზება 100/50 და ველოდებით პასუხს ამასთან დაკავშირებით. კონსულტაციების გაგრძელება იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი. კონსულტაციები ზოგადად აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა ველოდებით, რომ ოპოზიციის პასუხი იქნება კონსტრუქციული, რაც მოგვცემს შეთანხმების მიღწევის საშუალება. ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევის რესურსი არსებობს. მთავარია, ყველა მხრიდან კონსტრუქციული მიდგომა იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.