წყალდიდობა ახალ ზელანდიაში

წყალდიდობა ახალ ზელანდიაში – სტიქიის გამო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტერიტორიიდან უკვე ევაკუირებულია ასობით ადამიანი.
მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 500-ზე მეტი ტურისტი გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულ მდინარეებში წყლის დონის დაკლებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება, რის შემდეგაც მოსახლეობას სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემენ.