გიორგი თარგამაძე ფორმულას დირექტორის მოადგილე გახდა

გიორგი თარგამაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა
ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.

“მისი მიმართულება იქნება საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემები. ის იქნება არხის შიდა საქმიანობაში ჩართული”, — განუცხადა ფორმულას არხის დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ.

არხის ცნობით, ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაცემების მიმართულებას ჩაუდგება სათავეში. აპრილში კი ეთერში გავა მის საავტორო გადაცემა „დროება“