სმარცხვინო ოპოზიცია დღეიდან ისევ პიკეტირებას იწყებს

საპარლამენტო სესია ოპოზიციის გარეშე ჩაივლის. ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და სხდომის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას გამართავენ. მათი თქმით, იქნება პიკეტირებაც ბლოკირების გარეშე.

საპროტესტო ღონისძიება პარლამენტთან გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა ოპოზიციამ “სირცხვილის კორიდორის” მოწყობა ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო გადადო.
“5 თებერვალს პარლამენტში სხდომა გაიმართება. ჩვენ 10:00 საათზე შევიკრიბებით და მოვითხოვთ კვლავ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.