პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს და საორგანიზაციო საკითხებს.

მისივე თქმით, მსჯელობის ერთ-ერთი თემა იქნება საარჩევნო სისტემა.
პირდაპირ გეტყვით, რომ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის მთავარი თემა ნამდვილად არ არის რაღაცის გადახედვა, ახალი ინიციატივების შეთავაზება. ჩვენ შეთავაზება უკვე გაკეთებული გვაქვს. ჩვენ გარკვეული კომპრომისი უკვე მივიღეთ და ამაზე დღეს საუბარი არ იქნება, რომ რაღაცა გადაიხედოს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, სხდომაზე განიხილავენ ისეთ საკითხებსაც, რაც მედიისთვის არ იქნება ცნობილი.

„არ დაგიმალავთ, რომ ყველაფერს არ გეტყვით. არის საკითხები, რაზეც ვისაუბრებთ, თუმცა ეს მედიისთვის არ იყოს ცნობილი. თუმცა საორგანიზაციო საკითხები იქნება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი. საუბარი იქნება წინასაარჩევნო პერიოდზე. საარჩევნო სისტემაც იქნება ერთ-ერთი თემა. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის წინ კიდევ ერთხელ უნდა ვიცოდეთ უმრავლესობის საერთო აზრი. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, მათ შორის, არის მაჟორიტარების თემა, თუ რა ღონისძიებების ჩატარებას აპირებენ თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში.