დონალდ ტრამპმა-აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვიდა. შტატების პრეზიდენტმა მისი მმართველობის პერიოდში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
ტრამპმა ყურადღება ეკონომიკურ აღმავლობაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, სავაჭრო ხელშეკრულებებსა და საგარეო ურთიერთობებზე გაამახვილა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კონგრესში ყოველწლიურ გამოსვლაზე მისულმა აშშ-ის პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა.

კადრებში ჩანს, რომ პელოსიმ ტრამპს ხელი გაუწოდა, მან კი ხელი არ ჩამოართვა.
ნენსი პელოსიმ, პრეზიდენტის ერისადმი მიმართვის დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპის გამოსვლის ტექსტის ასლი საჯაროდ დახია.

დონალდ ტრაპმა, ტრადიციისამებრს საკუთარი გამოსვლის ტექსტის ასლები სენატის პრეზიდენტსა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს გადასცა.