რა მოგება მიიღო YouTube-მა გასულ წელს რეკლამიდან?

კომპანია Google-მა Youtube-ის რეკლამებიდან მიღებულ შემოსავალზე ინფორმაცია პირველად გამოაქვეყნა. ინფორმაცია Google-ის კომპანიამ Alphabet-მა გაასაჯაროვა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს YouTube-ის შემოსავალმა ამ სეგმენტიდან 15,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2006 წელს Google-მა YouTube-ი $1,65 მილიარდად შეიძინა. ანალიტიკოსები YouTube-ის შემოსავლის გამოქვეყნებას დიდი ხანია ელიან, თუმცა Google-ის მიერ აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნება პირველი შემთხვევაა.