როტერდამში გაიგზავნილი საქართველოს მოქალაქეების ანალიზებში კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, როტერდამის რეფერალური ცენტრიდან კორონავირუსის შესაძლო ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით, ანალიზების პასუხი უარყოფითა. საქართველოს ორ მოქალაქეს, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.
პაციენტების ანალიზების პასუხები ნიდერლანდებიდან დღეს გახდა ცნობილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რისკებზე მზადყოფნისა და დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა კასრაძემ აღნიშნა, რომ მიიღეს ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საშუალება, რომლის დახმარებითაც ანალიზების შემოწმება ლუგარის ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი.