რამზან კადიროვის კრიტიკოსი ბლოგერი მოკლული იპოვეს

ბლოგერი იმრან ალიევი, იგივე „მანსურ სტარიი“ – „მანსურ მოხუცი“, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს აკრიტიკებდა და მის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი, საფრანგეთის ქალაქ ლილში მოკლეს.

Guardian-ის ინფორმაციით, ალიევს სასიკვდილო ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული. იგი სასტუმროს ნომერში იპოვეს.

ევროპაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მრავალი მოქალაქე ცხოვრობს. მათი ნაწილი ქვეყნიდან 90-იან წლებში წამოვიდა, ნაწილმა კი ქვეყანა კადიროვის ხელისუფლების მხრიდან საფრთხის გამო დატოვა.