საფრანგეთი არც პრორუსული ქვეყანაა და არც ანტირუსული, ის პროევროპულია-მაკრონი

“საფრანგეთი არც პრორუსული ქვეყანაა და არც ანტირუსული, ის პროევრპულია” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საფრანგეთი არ არის პრორუსული, როგორც ხშირად ამბობენ. საფრანგეთი არც პრორუსულია და არც ანტირუსული. როდესაც მე ვუყურებ რუკას და ალბათ, თქვენც იგივე შეგრძნება გაქვთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რომ რუსეთი ევროპაშია, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ის არ არის ევროკავშირში, რუსეთი ჩვენს სამეზობლოშია“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ევროპის თავდაცვამ ნატო არ უნდა ჩაანაცვლოს.

„მე ბედნიერი ვიქნები, თუ ერთ დღეს პოლონელები იტყვიან, თუ დამესხმებიან თავს, მე ვიცი, რომ ევროპა დამიცავს. ევროპული თავდაცვა არ არის ნატო-ს ალტერნატივა. ის არის ნატო-ს შეუცვლელი დამატება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.